დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 632 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021218 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №632
2016 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის კომპანიის“ (Baku-Tbilisi-Ceihan Pipeline Company) შესაბამისი ობიექტის ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთების მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 110/10 კვ ქვესადგურისა და 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მიერთების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მშენებლობისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები