გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 626
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021212
  • Word
626
15/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
000000000.00.003.021212
გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №626

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, შესაბამის ადგილებზე გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, გარდა „წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების განთვისების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსებისა და დასვენების ადგილების განთავსების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 თებერვლის №289 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის აღსრულების მიზნით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების მიღებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ, კომპეტენციის ფარგლებში, იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც არ არსებობს ან არასაკმარისადაა განვითარებული გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურა (შემდგომში – განსავითარებელი პუნქტები) და შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა უზრუნველყონ საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულებით გათვალისწინებული უწყებებისთვის, მოთხოვნის შესაბამისად.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არაუგვიანეს 2016 წლის 30 ივნისისა, უზრუნველყოს, განსავითარებელ პუნქტებში გასაჩერებელი (მოსასვენებელი) ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების გამოცხადება და შესაბამისი კანდიდატის შერჩევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ, ხოლო შესაბამის მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ხელშეწყობა, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფა.

5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოების კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი   გიორგი კვირიკაშვილი