დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 624 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021210 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №624
2016 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1.სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის განთავსების მიზნით, განხორციელდეს ქ. თბილისში, გულიას ქ. №3ა-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 13 421 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.09.004.048) შენობა-ნაგებობის აღმართვა.
2. ეთხოვოს შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 405007200) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობების (მათ შორის, ტექნიკური პარამეტრების) შესაბამისად, საკუთარი ან/და მისთვის კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. ეთხოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს კომპეტენციის ფარგლებში დაევალოთ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები