„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021208
  • Word
621
15/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
000000000.00.003.021208
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №621

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის  №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 2950 (ორი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ტონა ლითონის პროფილის, არანაკლებ 900 (ცხრაასი) ტონა მოთუთიებული ლითონის ფირფიტის, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ტონა საკიდის, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ტონა სალესის, არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ტონა კუთხოვანის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 50%-ის წარმოება.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი