„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 620
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021207
  • Word
620
15/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
000000000.00.003.021207
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №620

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 2016 წლის პირველ სექტემბრამდე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:

გ.ა) №72.09.26.094 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კაკლის ან/და თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, აღჭურვა და ექსპლუატაციაში მიღება;

გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) 2017 წლის პირველ იანვრამდე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:

დ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 40 (ორმოცი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება და არანაკლებ 40 (ორმოცი) სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა/მოშენება;

დ.ბ) ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;“.

2. ფიზიკურმა პირმა დავით ისახანაშვილმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, უზრუნველყოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის დავით ისახანაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 აპრილის №676 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯამური ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი