საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021199
  • Word
612
13/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
000000000.00.003.021199
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №612

2016 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მიმდინარე წლის 27-29 აპრილს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში დაგეგმილი ღონისძიებისათვის (როუდ შოუ) საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების (დარბაზის შესაბამისი აღჭურვილობით (ბანერები, ტექნიკა და ა.შ.), საქმიანი სადილების, ბროშურებისა და სხვა მასალების ბეჭდვის, ღონისძიების მონაწილე პირების ტრანსპორტირების, საშუამავლო (ორგანიზატორი) კომპანიის მომსახურების საფასურისა და ასევე ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების) ანაზღაურება მოხდეს სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პროგრამებისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

3.    „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმებაზე არ გავრცელდეს ამავე წესის მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                გ. კვირიკაშვილი