დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №394 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 611 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021198 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №611
2016 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №394 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №394 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, 2016 წელს განსახორციელებელი სამუშაოების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები