დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17-პ |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 13/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.31.060.016011 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
დადგენილება
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 86-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. დაიწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების ავტორობითა და ინიციატორობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2016 წლის 8 აპრილს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურა (კონსტიტუციური კანონის პროექტი და განმარტებითი ბარათი თან ერთვის).
2. კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ გადაეცეს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიებს, სხვა კომისიებს, ფრაქციებს, აფხაზეთის მთავრობას, აპარატის იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტს.
3. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა უმაღლესი საბჭოს კომისიებში, აპარატის იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტში, შესაბამისი დასკვნების მომზადება და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის გადაცემა განხორციელდეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში.
4. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის კონსტიტუციური კანონის პროექტი გატანილ იქნეს საერთო სახალხო განხილვისათვის.
5. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღია 2016 წლის 10 მაისი.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე. გვაზავა
13.04.2016 წ.
№17-პ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები