„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1/118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 11/04/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1/118
11/04/2016
ვებგვერდი, 21/04/2016
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება №1/118

2016 წლის 11 აპრილი

 ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-8 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 13 მოსამართლით.“;

ა.ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 6 მოსამართლით;“;

ბ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 6 მოსამართლით.“;

გ) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 მოსამართლით.“;

დ) მე-20 მუხლის:

დ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 102 მოსამართლით.“;

დ.ბ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში - 36 მოსამართლით;“.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                      ლ. მურუსიძე