დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/111 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 28/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/111
2016 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-20 მუხლის მე-4-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, ასევე განიხილავს გამოძიების ეტაპზე, წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შესულ შუამდგომლობებს და სამართალწარმოების დასრულების შემდეგ სასამართლოში შესულ შუამდგომლობებს, წარდგინებებსა და სხვა საკითხებს.
5. საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ატარებს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და წინასასამართლო სხდომებს, განიხილავს გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ შუამდგომლობებსა და გამოძიების ეტაპთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, გარდა წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შესული შუამდგომლობებისა.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2016 წლის 29 მარტიდან.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლ. მურუსიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები