„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1/15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1/15
18/01/2016
ვებგვერდი, 21/04/2016
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გადაწყვეტილება 1/15

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებაში (დანართი 1)“ შეტანილ იქნეს ცვლილება და 71 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„ს) განსაზღვრავს სასამართლო სისტემის ერთიან საკომუნიკაციო პოლიტიკასა და შეიმუშავებს სტრატეგიას; უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას, განახლებასა და კორექტირებას. აღნიშნულის მიზნით, საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვს ინფორმაციას მიმდინარე რეფორმებისა და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, ქმნის და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების წარმომადგენლების მონაწილეობით;

ტ) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებულ მუშაობას; ხელს უწყობს მასობრივ ინფორმაციის საშუალებებისა და საერთო სასამართლოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლობას.“.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                      . მურუსიძე