„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 480010000.10.003.019252
187
18/04/2016
ვებგვერდი, 22/04/2016
480010000.10.003.019252
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2016 წლის 18 აპრილი

   ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2016 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმი.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი