დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1747 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.029.016363 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/04/2016 - 15/11/2022)
|
საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 – დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №4. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №400 ბრძანება (ვებგვერდი,11/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.029.016154). |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება, მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება, დარგი/სპეციალობა - საბუღალტრო აღრიცხვა ან/და ფინანსები, ან/და მიმართულება – სოციალური მეცნიერებები, დარგი/სპეციალობა - ეკონომიკა; ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია საჯარო სექტორში საფინანსო ან/და საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის 2- წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა; 3. საფინანსო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: - საქართველოს კონსტიტუცია; - ,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; - ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; - ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანება; - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; -საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”; - საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“; - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“
|
დანართი №2
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
|
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: _________________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:__________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________. | ||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: _______________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: _________________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი: ____________________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):________________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________. | ||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4 |
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
|
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები