,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016226
15
12/04/2016
ვებგვერდი, 19/04/2016
040030000.32.057.016226
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №15

2016 წლის 12 აპრილი

ქ. ბათუმი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახე­ლობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №69 დადგენილებით დამტ­კი­ცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახე­ლობის მუზეუმის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №133 (22.396), 16.07.05) შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

,,3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი სამეურნეო დარგში. მოადგილეებს შორის ფუნქციები ნაწილდება დირექტორის ბრძანებით. მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით, მუზეუმის დირექტორის უფლებამოსი­ლების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე