“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016198
12
15/04/2016
ვებგვერდი, 22/04/2016
010260020.35.124.016198
“ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2016 წლის 15 აპრილი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №54 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 13/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები.

2. ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის პირველი ნაწილი.

3. მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, წარმომადგენლებთან მუშაობის კოორდინაცია,  ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, წარმომადგენლების საქმიანობის ხელშეწყობა, მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სტილის დამკვიდრება, გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელება.“.

4. ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის მე-4 ნაწილი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე