დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016625 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში (სსმ, 010320040.22.038.016499, 12/08.2015) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოებისა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნის კოორდინაცია;“. 2. მე-8 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოებასა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნის კოორდინაციას;“. 3. მე-9 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოებასა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნის კოორდინაციას;“. 4.მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ - „ბ4“ ქვეპუნქტები: „ბ1) პერიოდულად აანალიზებს სამმართველოსა და დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობას და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს მათი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოსა და დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ბ2) უფლებამოსილია დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებიდან გამოითხოვოს შესაბამისი მასალები დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოებისა და აღრიცხვის ზედამხედველობის განსახორციელებლად; მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინოს წინადადებები დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ბ3) ვალდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ მოახდინოს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოებისა და აღრიცხვის გეგმური შემოწმება, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინოს წინადადებები დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ბ4) უფლებამოსილია დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებში მოახდინოს განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოებისა და აღრიცხვის არაგეგმური შემოწმება, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინოს წინადადებები დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები