საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016366
  • Word
0
15/04/2016
ვებგვერდი, 15/04/2016
000000000.00.00.016366
საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი  

 

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ( პარლამენტის უწყებანი , №21- 22, 31 მაისი , 1997, გვ .15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. მე- 2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„რადმინისტრატორიმზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9 1 მუხლი:

„მუხლი 9 1 . მზღვეველის მმართველი ორგანოები

1. მზღვეველის მმართველი ორგანოების ფორმირება და ფუნქციონირება ხდება

„მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. მზღვეველის მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით. აქციონერთა საერთო კრება სავალდებულო წესით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს კონტროლს მზღვეველის საქმიანობაზე. იგი შედგება სულ მცირე 3 და არაუმეტეს 21 წევრისაგან.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს არაუმეტეს 4 წლის ვადით, ამასთან ერთი და იმავე პირის განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.

4. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება არაუმცირეს კვარტალში ერთხელ. მზღვეველი ვალდებულია წერილობით აცნობოს სამსახურს სხდომის ჩატარების თარიღი, სხდომის დღის წესრიგი მონაწილე წევრთა მითითებით სხდომის ჩატარებდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სამსახური კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

5. მზღვეველის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს, ამასთან დირექტორების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 3, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო არაუმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი დანიშვნა შეუზღუდავია.

6.    მზღვეველის წესდებით უნდა განისაზღვროს და გაიმიჯნოს დირექტორების უფლებამოსილება.            დირექტორებიდან ერთ-ერთს მაინც უნდა გააჩნდეს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.“.

 3. მე- 13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 –1 5 პუნქტები :

„1 1 . სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს სამსახური დაზღვევის სახეობების და დაზღვევის ფორმების მიხედვით, მისი ოდენობის შევსებისთვის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშებით მიღებული სიდიდის 1/3-ზე ნაკლები.

1 2 . მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისი ფულადი სახსრები სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) ამ მიზნებისთვის გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე/ანგარიშებზე უწყვეტად. ამასთან, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში) განთავსებული უნდა იქნეს არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით.

1 3 . ნებისმიერი გარიგება/ტრანზაქცია მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით ექვემდებარება სამსახურის წინასწარ წერილობით თანხმობას, ამასთან იგი უნდა იქნას განხორციელებული უნაღდო ანგარიშსწორებით.

1 4 . ამ მუხლის 1. 2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

1 5 . სამსახურის მიერ დადგენილი მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე არ უნდა იყოს ნაკლები სამსახურის მიერ განსაზღვრულ მზღვეველის კაპიტალის მინიმალური ოდენობის და გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშებით მიღებულ სიდიდეს შორის უდიდესზე.“.

4. მე- 14 მუხლის :

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე;“;

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ვ) საზედამხედველო კაპიტალსა და გაანგარიშებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობას შორის თანაფარდობა.“.

5. 21-ე მუხლის :

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გააანგარიშების წესი, გაანგარიშებისთვის აუცილებელი დაქვითვის კომპონენტების ჩათვლით“;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

6. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი :

„უ) დაადგინოს სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომავალი სამი წლის ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემები და ფორმა;“.

7. 22-ე მუხლის მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, გარდალიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა შეასრულოს დამატებითი სალიცენზიო პირობები და სამსახურში წარმოადგინოს:

) წერილობითი განცხადება სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მოთხოვნის შესახებ;

) სადამფუძნებლო დოკუმენტები, მათ შორის წესდება;

) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან (აქციონერთა აქციების განაწილების შესახებ);

) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) შესაბამისი დოკუმენტი სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური კაპიტალის დამფუძნებლების მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსების თაობაზე;

) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) შესაბამისი დოკუმენტი სამსახურის მიერ განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე;

) მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ბენეფიციარი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია აღნიშნულის განმცხადებლის მიერ წერილობითი დადასტურება.

) ყველა ადმინისტრატორის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი;

) შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერებისა და ადმინისტრატორების ამ კანონის 22 1 მუხლით გათვალისწინებულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ, მათ შორის დეტალური ავტობიოგრაფია;

) ინფორმაცია კაპიტალის წარმოშობის შესახებ;

) სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომავალი სამი წლის ბიზნეს-გეგმა გადაზღვევის პროგრამის ჩათვლით სამსახურის მიერ დამტკიცებული ბიზნეს-გეგმის ძირითადი მონაცემებისა და ფორმის შესაბამისად;

) ინფორმაცია მზღვეველის სათავო ოფისის ადგილსამყოფელის შესახებ, ხოლო ფილიალის/ფილიალების არსებობის შემთხვევაშიმათი ადგილსამყოფელის შესახებ;

) იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სხვაგვარად კანონიერად ფლობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც განთავსდება მზღვეველის სათავო ოფისი/ფილიალი;

) ორგანიზაციული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი ფუნქციების მითითებით;

) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

8. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5 1 პუნქტი :

„5 1 . მზღვეველი ვალდებულია ლიცენზიის მიღების თარიღიდან ზედიზედ უწყვეტი 6 თვის პერიოდში ერთხელ მაინც გამოიყენოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია.”.

9. 22-ე მუხლის მე- 15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„15. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილება განხორციელდა სამსახურის მიერ ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ლიცენზიის მაძიებელი ასევე ვალდებულია წარუდგინოს სამსახურს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების შესახებ სალიცენზიო განაცხადის განხილვის პროცესში.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 1   მუხლი:

„მუხლი 22 1 . მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ,

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები

1. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

2. პირს ეკრძალება იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ :

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

..) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

.) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის;

.) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა;

.) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;

.) თუ წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა.

) იურიდიული პირის შემთხვევაში:

.) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო  შემოსავლის ლეგალიზაციისთვის;

.) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის;

.) თუ წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

.) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;

3. პირს ეკრძალება იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან გამოყვანილ უნდა იქნეს , თუ:

) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის;

) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა;

) თუ წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;

) წარმოადგენს დირექტორთან ისეთი ახლო ნათესაური კავშირით დაკავშირებულ პირს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად კანონით მემკვიდრეთა წრიდან პირველ და მეორე რიგში ირიცხება, ან დირექტორთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებულ პირს;

) არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან დირექტორი საქართველოში რეგისტრირებულ ხუთზე მეტ საწარმოში;

) არის იმავე მზღვეველის დირექტორი;

) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ეს თანამდებობა ამ მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლს დაქვემდებარებულ მზღვეველ/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველ/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია;

)    არ გააჩნია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური      ხარისხისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

)   არ გააჩნია ხუთწლიანი მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (მინიმუმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პოზიციაზე).

4. პირს ეკრძალება იყოს მზღვეველის დირექტორი თუ:

) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის;

) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა;

) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ეს თანამდებობა ამ მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლს დაქვემდებარებულ მზღვეველ/გადამზღვეველ კომპანიაში, ანდა იმ მზღვეველ/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია;

) არ გააჩნია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

) არ გააჩნია საფინანსო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება და ამავე დროს ხელმძღვანელ თანამდებობაზე (მინიმუმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პოზიციაზე) მუშაობის ორწლიანი გამოცდილება;

) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას;

) წარმოადგენს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ისეთი ახლო ნათესაური კავშირით დაკავშირებულ პირს, რომელიც სამოქალაქო კოდექსის თანახმად კანონით მემკვიდრეთა წრიდან პირველ და მეორე რიგში ირიცხება, ან სამეთვალყურეო საჭოს წევრთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებულ პირს.“.

11. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. სამსახური არ გასცემს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას თუ:

) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

) წარმოდგენილია არაზუსტი/არასრული დოკუმენტაცია, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არაზუსტია/არასრულია და სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

) ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 22 1  მუხლით დადგენილ პირობებს;

 დ) ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომელსაც ამ კანონის თანახმად არა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება;

) ლიცენზიის მაძიებელს გაუქმებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები;

) ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომლის მნიშნელოვანი წილის მფლობელის მიმართ მიმდინარეობს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის/ გაკოტრების საქმის წარმოება.“.

12. 27 1  მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით :

 „გ) თუ მზღვეველმა არ დააკმაყოფილა 22-ე მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.“.

 13. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1.   სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის შერწყმის, მიერთების          ან გაყოფის შემთხვევაში მისი უფლება ლიცენზიაზე გადადის მის უფლებამონაცვლეზე. საჭიროების შემთხვევაში ძველის სანაცვლოდ უფლებამონაცვლეზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.“.

14. 28-ე მუხლის მე- 2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ბ) მზღვეველისუფლებამონაცვლეს სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.“.

15. 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. მზღვეველი ვალდებულია:

) მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისას წინასწარ წერილობით აცნობოს სამსახურს გარიგების შესახებ და წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, ასევე მონაცემები/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირის ფინანსური მდგომარეობის და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში.

) რეორგანიზაციისა და/ან ფილიალის (წარმომადგენლობის) დაარსების შემთხვევაში წინასწარ            წერილობით აცნობოს სამსახურს შესაბამისი ინფორმაცია/წარუდგინოს დოკუმენტაცია            (რეორგანიზაციისას, ასევე შერწყმის, ან გაყოფის დასაბუთება და პირობები).“.

16. 28-ე მუხლის 5 1  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 „5 1 . ადმინისტრატორის ცვლილების შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს სამსახურს ამ კანონის 22- მუხლის მე-5 პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.“.

17. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5 2 პუნქტი:

„5 2 . სამსახური ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში მზღვეველს ეუბნება დასაბუთებულ უარს. დასაბუთებული უარის ამ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.“.

მუხლი 2. გარდამავალი დებულებები

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველებმა დააკმაყოფილონ ამ კანონის პირველი მუხლის:

) მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 9 1 მუხლის მოთხოვნები ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში;

 ბ) მე-3 პუნქტით განსაზღვრული მე-13 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მზღვეველის კაპიტალის მინიმალურ ოდენობასა და გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშებით მიღებულ სიდიდეს შორის თანაფარდობის მოთხოვნა 2018 წლის 1 იანვრიდან;

) მე-3 პუნქტით განსაზღვრული მე-13 მუხლის 1 5 პუნქტის მოთხოვნა 2018 წლის 1 იანვრიდან;

) მე-7 პუნქტით განსაზღვრული 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისდაქვეპუნქტების მოთხოვნები ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში;

) მე-7 პუნქტით განსაზღვრული 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტის მოთხოვნები ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში;

) მე-7 პუნქტით განსაზღვრული 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისდაქვეპუნქტების მოთხოვნები ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში;

2. 2018 წლის 1 იანვრამდე სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მე-13 მუხლის 1 1 და 1 5 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.

3. 2017 წლის 1 იანვრამდე სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 პუნქტით განსაზღვრული 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემა.

მუხლი 3 . ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მე-13 მუხლის 1 1 და 1 5 პუნქტებისა და მე-7 პუნქტით განსაზღვრული 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 4. ამ კანონის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მე-13 მუხლის 1 1 და 1 5 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 5 . ამ კანონის მე-7 პუნქტით განსაზღვრული 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                               გიორგი მარგველაშვილი