დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 170 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.019235 |
|
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015, 430210000.10.003.018862) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:
1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება: ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით: ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.63-ით; ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.61-ით; ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით; ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.57-ით; ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.54-ით; ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.51-ით; ბ) მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით: ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.97-ით; ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.95-ით; ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.93-ით; ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.90-ით; ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.86-ით; ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.82-ით. 4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით: ა) საჯარო სკოლებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით: ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 489 ლარით; ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 483 ლარით; ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით; ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 471 ლარით; ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 462 ლარით; ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 453 ლარით; ბ) საჯარო სკოლებისათვის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით: ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 591 ლარით; ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 585 ლარით; ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 579 ლარით; ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 570 ლარით; ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 558 ლარით; ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 546 ლარით.“. 2. მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო სკოლების არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.17 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.13 კოეფიციენტზე გამრავლებით. 7. საჯარო სკოლებისათვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 62 000.00 ლარით; ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 58 000.00 ლარით; გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 52 000.00 ლარით; დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 43 000.00 ლარით; ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 37 000.00 ლარით; ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 28 000.00 ლარით.“. 3. მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (შემდგომში – სქემა) განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატის და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტია სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე, რადგან სქემაში მასწავლებლად განაწილების შემდგომ მას უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე.“. 4. მე-9-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა, ესაჭიროებათ დამატებით დაფინანსება, შესაბამის დამატებით დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 10. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხებათ ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის: ა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.14 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით; ბ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.30 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 2 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით; გ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.38 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 3 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით. 11. სოფელში/დაბაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების და მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.03 კოეფიციენტზე გამრავლებით. 12. მაღალმთიან რეგიონებში არსებული საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების და მე-10 პუნქტის ,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.05 კოეფიციენტზე გამრავლებით.“. 5. მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საჯარო სკოლებისათვის სკოლის მოვლა-შენახვისა და სკოლის განვითარების ხარჯებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.05 კოეფიციენტზე გამრავლებით.“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები