,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელსეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016196
36
14/04/2016
ვებგვერდი, 19/04/2016
010250050.35.170.016196
,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელსეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2016 წლის 14 აპრილი

ქ. ზუგდიდი

,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1
,,განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის  №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.170.016175) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.

მერიის გრანტი, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, ენიჭება განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებსა და ახალგაზრდებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობის განვითარებისთვის საჭიროებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას (კონკურსებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად, სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის, ნაშრომისთვის, კრებულის გამოსაცემად, გამოფენის მოსაწყობად და სხვ.).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია