,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართვლობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010050020.35.170.016194
34
14/04/2016
ვებგვერდი, 19/04/2016
010050020.35.170.016194
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართვლობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2016 წლის 14 აპრილი

ქ. ზუგდიდი

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართვლობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართვლობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2014, სარეგისტრაციო კოდი:  010050020.35.170.016048) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-3 მუხლის  მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დოკუმენტის ინდექსი შედგება რიგითი ნომრისაგან, კორესპონდენტების, შემსრულებლებისა 

 და სხვა კლასიფიკატორების ინდექსებისგან.“;

 გ) მე-8 მუხლის მეოთხე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს  ;

 დ)  ამოღებულ იქნეს  თავი IV;

  ე)  მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საქმეთა ფორმირება გულისხმობს შესრულებული დოკუმენტების დაჯგუფებას საქმეებში.“;

 ვ)   მე-18 მუხლის მე-8  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ზ)  მე-20 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ტარდება მუნიციპალიტეტის  საექსპერტო კომისიის მიერ მუნიციპალიტეტში დაცული დოკუმენტების საფუძველზე.“;

 თ)  23-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოთხოვნები: ანაწერში საქმეთა სათაურები შეიტანება სისტემატიზაციის მიღებული სქემის შესაბამისად.“;

ი) 25-ე მუხლის მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„3. სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმეების დაწესებულების არქივში გადასაცემად მომზადების პერიოდში არქივის თანამშრომელი წინასწარ ამოწმებს მათი ფორმირებისა და გაფორმების სისწორეს, აგრეთვე, ანაწერში შეტანილ საქმეთა რაოდენობის შესაბამისობას დაწესებულების   საქმეთა რაოდენობასთან. სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაკები ვალდებულნი არიან გამოასწორონ შემოწმების დროს საქმეთა ფორმირებასა და გაფორმებაში გამოვლენილი ყველა ნაკლი. საქმეების არარსებობის გამოვლენისას დგება შესაბამისი ცნობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია