,,საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის #3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის #3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016191
16
14/04/2016
ვებგვერდი, 18/04/2016
010250050.35.130.016191
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის #3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 14 აპრილი

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ 03/02/2016; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016178) შეტანილ იქნეს ცვლილება, დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V და VI თავები:

 

 ,,თავი V

განსაკუთრებული დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი

 მუხლი 22. რეგულირების სფერო

 1. ამ თავით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება იმ დასახლებების საერთო კრებებზე, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 2000-ზე მეტ ამომრჩეველს.

 2. ამ თავით განსაზღვრულ ნორმებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ დებულების პირველი-მე-3 თავით გათვალისწინებული ნორმების მიმართ.

 მუხლი 23. საერთო კრება

 1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დასახლებაში შექმნას ერთი ან რამდენიმე საერთო კრება:

 ა) ერთი საერთო კრების შექმნის შემთხვევაში მასზე გავრცელდეს 500-ზე მეტი და 2001-ზე ნაკლები რეგისტრირებული ამომრჩევლის დასახლების ტიპური დებულების მოთხოვნები;

 ბ) რამდენიმე საერთო კრების შექმნის შემთხვევაში მათზე გავრცელდეს 500-მდე და 500-ზე მეტი და 2001-ზე ნაკლები რეგისტრირებული ამომრჩევლის დასახლების ტიპური დებულების მოთხოვნები.

 თავი VI

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 მუხლი 24. დასკვნითი დებულებები

 1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.

 2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.“

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე