დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016261 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
შევიდეს ცვლილება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №34 დადგენილებით დამტკიცებულ „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში (www.matsne.gov.ge. გამოქვეყნების თარიღი 12/09/2014б სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016185). კერძოდ: |
1.
დებულების მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;“. |
2.
დებულების მე-4 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარ ინფორმაციის გარეშე;“ ბ) „ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;“. |
3.
დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ა) მთ. სპეციალისტი აუდიტორული შემოწმების და მონიტორინგის საკითხებში“ |
4.
დებულების მე-6 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მთ. სპეციალისტი აუდიტორული შემოწმების და მონიტორინგის საკითხებში“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;“. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები