„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016866
78
15/04/2016
ვებგვერდი, 18/04/2016
190040000.22.033.016866
„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №78

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში (სსმ III, 30.08.2010, №107, მუხ. 1673) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის“  ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის (თავი IV) ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მეთოდურ განმარტებებში „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება (2210)“ ნაწილში „სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი“ (221014) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი (221014), რომელიც თავის მხრივ მოიცავს: აღლუმებთან, სასწავლო და სამხედრო წვრთნებთან და მანევრებთან დაკავშირებულ ხარჯებს; ექსტრადაციისა და ბადრაგირების ხარჯებს; კვლევების, განვითარების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გაწეულ ხარჯებს; მისაღები გამოცდების საორგანიზაციო ხარჯებს; ორდენების, სიგელების, სუვენირების (გარდა წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით გათვალისწინებული სუვენირების ხარჯებისა), მედლების და სხვა ფასიანი საჩუქრების შეძენასა და გაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს; საგასტროლო ხარჯებს; საველე პირობებში შესრულებული სამუშაოების ხარჯებს; სამგზავრო ბილეთების შესყიდვის ხარჯებს; სამეცნიერო ხარჯებს, მათ შორის: საცდელი მაკეტებისა და ლაბორატორიული სტანდარტების, რეაქტივების, ქიმიკატების, ქაღალდების, ჭურჭლის, მედიკამენტების და სამეცნიერო მიზნით სხვა საქონლის შეძენას; აგრეთვე, სამეცნიერო შრომების და გრიფირებული სახელმძღვანელოების გამოცემის, რუკების, სქემების, დიაგრამების, ესკიზების, მაკეტების და სხვა მცირეფასიანი სამეცნიერო ხასიათის საგნების შეძენის ხარჯებს; სასწავლო-სამეცნიერო მიზნით ცხოველების შეძენისა და შენახვის ხარჯებს (გარდა, მათი კვებისა); სასწავლო და საწარმოო პრაქტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს; სასწავლო მიზნით საჭირო ნივთების და მასალების, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურისა და სასწავლო პროგრამების მასალების, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურისა და სასწავლო პროგრამების საგამოცდო და სასტამბო, ბლანკების, მოწმობების, დიპლომების, სასკოლო ჟურნალების, სტუდენტთა ბილეთების, ჩათვლის წიგნაკების და სხვა სასწავლო დოკუმენტების შეძენის ხარჯებს; ექსპედიციების ხარჯებს;სტანდარტიზაციასთან და სერტიფიკაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ტენდერის ხარჯებს; ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ ხარჯებს; სახანძრო დაცვის მომსახურების ხარჯებს; შენობის პასპორტიზაციასთან და ინვენტარიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ძეგლებისა და მემორიალების მოვლა-შენახვის ხარჯებს; სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ხარჯებს, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მის დაკრძალვასთან და სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების ხარჯებს; წარმოებული აქტივების (ძირითადი აქტივების და ფასეულობების) იჯარასა და ქირასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გარდა ბინის ქირაში (221011) გათვალისწინებული ხარჯებისა; აქტივების გასვლის შემთხვევაში საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებულ ხარჯებს (შემფასებელთა, აუქციონერთა და დილერების მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს და სხვა); ეროვნული ვალუტის მონეტისა და ბანკნოტების დამზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ამასთან, მონეტების და ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება არის ფინანსური ოპერაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული არც შემოსავლებთან და არც ხარჯებთან; „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯებს, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საბიუჯეტო კლასიფიკაციის სხვა მუხლების ფარგლებში გაწეული გადასახდელებისა; ასევე მოიცავს ძალოვანი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების გადასახდელებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით მიეკუთვნება  სახელმწიფო საიდუმლოებას; საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ სხვა დანარჩენ ხარჯებს, რომლებიც არ კლასიფიცირდება „საქონლისა და მომსახურების“ (22) დანარჩენ მუხლებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი