,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016269
16
14/04/2016
ვებგვერდი, 18/04/2016
010250050.35.166.016269
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 14 აპრილი

ქ. გურჯაანი

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების  შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  1 დეკემბრის №65 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში- ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 04/12/2014, 010250050.35.166.016193) შევიდეს  ცვლილებები და დანართის  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. პრემიის გაცემის უფლებამოსილება

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირის – საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, საკრებულოს აპარატის უფროსის მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

2. გადაწყვეტილებას საკრებულოს აპარატში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით, საკრებულოს აპარატის უფროსის წარდგინების საფუძველზე.

3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების მიმართ პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელს და გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. “;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი