დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | N232-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 12/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020030.30.060.016034 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (№230-ს, ვებგვერდი, 30.12.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი 190020030.30.060.016033) I, II, III, IV, V, VI თავებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი I აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ლარებში
თავი II აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 13 233 188ლარის ოდენობით. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები ლარებში
მუხლი 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 4 133 188 ლარის ოდენობით.
ლარებში
მუხლი 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები ფინანსური დახმარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს 9 000 000 ლარი. გრანტი ლარებში
მუხლი 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 100000 ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლები ლარებში
თავი III აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 13 666 303 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ლარებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები ორგანიზაციულ ჭრილში ლარებში
მუხლი 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 78920 ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 78920 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ლარებში
ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით: ლარებში
მუხლი 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივები 13 745 223 ლარის ოდენობით. ლარებში
მუხლი 9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია ლარებში
თავი IV აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 512 035 ლარის ოდენობით. მუხლი 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
ლარებში
თავი V აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამის შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტია აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ზრუნვა. 1.1-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა - (პროგრამული კოდი 05 02) (ამოღებულია ) 1.2 - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე), აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ( ნეიტრალური პასპორტის მქონე პირების) ამბულატორიული დახმარების პროგრამა- (პროგრამული კოდი 05 03) დადგენილია, რომ დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა პროგნოზულად ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნება. ეს გარემოება განსაზღვრავს გაცილებით მეტ მოთხოვნას სამედიცინო დახმარებაზე. სინამდვილეში კი, სიღარიბისა და ფინანსური ხელმიუწვდომლობის მიზეზით, იძულებით გადაადგილებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მოკლებულია ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, მითუმეტეს, მაღალტექნოლოგიურ და სპეციალიზებულ სამედიცინო სერვისს. ასეთ ვითარებაში დევნილთა, აგრეთვე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა, ეკონომიური სიდუხჭირიდან გამომდინარე ,დაბალი სამედიცინო აქტივობის გათვალისწინებით, არსებით მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის ეფექტურობა, რასაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შესაბამისი პროგრამული ჯანდაცვითი ღონისძიებების შემუშავება და სწორი მენეჯმენტის პირობებში რეალიზაცია, რაც საბოლოო ჯამში დევნილი თანამემამულეებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. სამედიცინო სერვისებზე ხელმიუწვდომლობა უაღრესად სერიოზული საფრთხეების შემცველია, რადგან მასზეა დამოკიდებული დაავადებათა გამოვლინების ვადები, დიაგნოზის ვერიფიცირება და მკურნალობის სწორი ტაქტიკა. ცხადია, დაგვიანებულ შემთხვევებში კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პროგნოზი, ხშირ შემთხვევებში, ნეგატიური სახისაა. მრავალწლიანი შესწავლა და დინამიკური ანალიზი აჩვენებს დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ზოგადი და კერძო ავადობის, დემოგრაფიული მაჩვენებლების არსებით უარესობას საქართველოს საერთო მაჩვენებლებთან შედარებით. საკმარისია აღინიშნოს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (დსკ) მე-10 გადახედვის შესაბამისად, კლასიფიკატორის ჯგუფების უმრავლესობაში დევნილთა ავადობა 1.3-1.5-ჯერ და მეტადაც აღემატება ქვეყნის საშუალო პარამეტრებს. საყურადღებოა დაავადებათა „გაახალგაზრდავების“ არასახარბიელო ტენდენციაც, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე. სიტუაციის ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ამბულატორიული პროფილის კომპლექსური სამედიცინო ღონისძიებების რეალიზაციით შესაძლებელი ხდება არამარტო კონკრეტულ მოქალაქეთა, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ მაჩვენებლებში ერთგვარი სტაბილიზაციის და ცალკეულ შემთხვევებში, პოზიტიური ძვრების მიღწევა. მოსახლეობის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სადიაგნოსტიკო პროფილის სერვისით უზრუნველყოფა, მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამული და ფინანსების გზით, რეალური ხელმისაწვდომობის ფაქტორია და ორიენტირებულია დაავადებათა მაღალტექნოლოგიურ, სწორ დიაგნოსტირებაზე. ეს კი ეფექტური მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის აუცილებელი პირობაა. 1.3 - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე), აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა (პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირთა) ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა- (პროგრამული კოდი 05 04) სამინისტროს მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამების სახით აფხაზეთის მოსახლეობის (პირველ რიგში, იძულებით გადაადგილებულთა) პროფილური სამედიცინო საქმიანობის სწორი დაგეგმვა-რეალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება ზოგადი და კერძო ავადობის, დემოგრაფიული მაჩვენებლების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია და, რიგ შემთხვევებში, დადებითი ტენდენციების მიღწევა. ამ პირობებში სამინისტრო არსებით მნიშვნელობას ანიჭებს მოსახლეობის ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების ცალკეული სახეებით უზრუნველყოფას, რაც ორიენტირებულია მოქალაქეთათვისამ სახის მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, მათი სამედიცინო აქტივობის ამაღლებაზე და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე. აფხაზეთის მოსახლეობის ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების ცალკეული სახეებით(მათ შორის კორონოგრაფიული მომსახურების) უზრუნველყოფა. პროგრამა გულისხმობს საპროგნოზო პერიოდში ჰოსპიტალური დახმარების პროგრამის რეალიზებას, რომლის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები) მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების გზით ბენეფიციარებისთვის იმ დახმარების გაწევას, რაც, ძირითადად, დარჩენილია ცენტრალური (სახელმწიფო) ჯანდაცვითი პროგრამების მომსახურების ჩამონათვალის მიღმა (მათ შორის, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებისა). რეალურად, ამ პროგრამის განხორციელება, დამატებითი ღონისძიების სახით, ემსახურება საპროგნოზო პერიოდში სამოქმედოდ გათვალისწინებულ სახელმწიფო ჯანდაცვით პროგრამებში მოსალოდნელი ლუფტების შევსების საქმეს. ზემოაღნიშნულთან ერთად, პროგრამის კომპონენტების განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება მათ ეფექტურობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე/სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მათი რეალური პოზიტიური ზემოქმედების ხარისხს და სხვა იმ დადებით მომენტებს, რაც ვითარების კონტროლირებად სივრცეში მოქცევისთვისაა აუცილებელი. 1.4- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამა- (პროგრამული კოდი 05 05 ) დევნილთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო დახმარების მიახლოების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მრავალპროფილიანი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების სისტემა, წლების მანძილზე დადებითადაა აპრობირებული და მას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს, როგორც სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, ისე ახლო პერიოდსა და პერსპექტივაზე გათვლილ ოპტიმალურ ღონისძიებათა კომპლექსის ფორმირების თვალსაზრისით. პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების ძირითადი მიზანია ავადობის აქტიური გამოვლენა, ჯანმრთელობის ფორმირებისა და განმტკიცებისათვის მიმართული დროული სამედიცინო გამოკვლევები, დაავადებათა პრევენცია და გაუვრცელებლობის ხელშეწყობა. ამ სახის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია დევნილი თანამემამულეების სამედიცინო აქტივობის ამაღლების კუთხითაც და ამასთან ერთად იგი საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ შემდგომში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელდეს დინამიკური მეთვალყურეობა გამოვლენილ პაციენტებზე. თავად პროფილაქტიკური სამედიცინო ღონისძიების ეფექტურობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ის გარემოება, რომ იგი მოიცავს (მართალია, ერთჯერადად) ბევრ ისეთ მოქალაქეს, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, არ ან ვერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. იგპ-თა შორის ამ აქციის მსვლელობისას საკმაოდ მაღალია მწვავე დაავადებათა გამოვლენის ხვედრითი წილი. დევნილებში მასობრივი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების კამპანიისას პირველადად ვლინდება ისეთი სერიოზული პათოლოგიებიც კი, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვა. ხშირია ქრონიკული და კომბინირებული დაავადებებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევებში, ადრე პაციენტისათვის ცნობილი არ იყო, ან იცოდა მათ შესახებ, მაგრამ აქტიურად არ მიმართავდა სამედიცინო დაწესებულებას (ე.წ. „აისბერგი“). სამინისტრო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს მობილური ბრიგადების აღჭურვაზეც. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ აქციების პროცესში ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა (პორტატულიექოსკოპები, ელექტროკარდიოგრაფები, გლუკომეტრები). საყურადღებოა, რომ სათანადო მედიკამენტური ბაზის ქონის პირობებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები არამარტო ეფექტური, არამედ გაცილებით აქტიურიც ხდება. 1.5 - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამა -(პროგრამული კოდი 05 09 ) აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული პრობლემებით ხასიათდება, რისი მიზეზებიცაა ქვეყნის მოსახლეობის ამ ნაწილის უმეტესობის სოციალური მოუწყობლობა, უმუშევრობა, არასახარბიელო საცხოვრებელი პირობები, არაბალანსირებული კვება, სიძნელეები ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღებაში, ქრონიკული სტრესები და ა.შ. რამაც თავისი ნეგატიური კვალი დაამჩნია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მახასიათებელ ძირითად პარამეტრებს. ასეთ პირობებში აღსანიშნავია სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამის ეფექტურობა და მასზე მაღალი მოთხოვნილება, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, მხედველობის ორგანოს პათოლოგიების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიმართულებით. პროგრამის რეალიზაცია შესაძლებელს გახდის აფხაზეთის მოსახლეობის, პირველ რიგში ბავშვთა ასაკის, არაინვაზიური სარეაბილიტაციო მკურნალობის საჭიროების მქონე ნაწილისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას. 1.6 - რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამა-(პროგრამული კოდი 05 10 ) აფხაზეთის მოსახლეობაში დემოგრაფიული პროცესების არასახარბიელო მაჩვენებლები, რამაც ქრონიკული ხასიათი მიიღო, ამ პროცესების მიმართ სახელმწიფოს ყურადღების კიდევ უფრო მეტად აქცენტირების რეალურ საფუძველს წარმოადგენს.ცნობილია, რომ დემოგრაფიული პროცესების დინამიკა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული შვილოსნობის (ფერტილური) ასაკის მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.არსებული ვითარების ანალიზი აჩვენებს, რომ თვალსაჩინოა ის რეალური საჭიროებები, რაც მიზეზთა რიგი, რაც მოცემულ სფეროში სადიაგნოსტიკო-სამკურნალო სერვისის მიღების სფეროში აფხაზეთის მოქალაქეთათვის, მათი ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დევნილთა უმრავლესობისთვის პროფილური მაღალტექნოლოგიური სერვისების ხელმიუწვდომლობის გამო, ამ სფეროში სამედიცინო აქტივობის დაბალი მაჩვენებლები, და, როგორც შედეგი, დემოგრაფიული სურათის სიმძიმე, განსაზღვრავს კომპლექსურიღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას, როგორც სკრინინგული, ისე, პათოლოგიების საკორექციო-სამკურნალო ტაქტიკების თვალსაზრისით. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს როგორც პრევენციული ხასიათის ღონისძიებათა გარკვეულ სპექტრს, ისე, სადიაგნოსტიკო-სამკურნალო მიმართულებების რეალიზებასაც, რაც მოწოდებულია კონკრეტულ სფეროში არსებული უარყოფითი ტენდენციების ნიველირებისა და დაკორექტირებისთვის, სტაბილურობის მიღწევისა და პერსპექტივაში დადებითი დინამიკის მიღწევისთვის.
სოციალური დახმარების ზრდა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის, სოციალური დახმარება დაეფუძნება ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებას და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფს მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს, როგორც მიზნობრიობის სიზუსტე, ისე დახმარების ეფექტიანობა. 2.1 - დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა - ( პროგრამული კოდი 13 02, 14 02, 15 02) პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთჯერადი დახმარებების გაცემას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცემული წესის შესაბამისად შემდეგი კატეგორიებისათვის: – I ჯგუფის ინვალიდებზე – 100 ლარი; – მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 100 ლარი; – მარჩენალდაკარგულებზე – 100 ლარი; – დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე (თითოეულზე) – 100 ლარი; – ოთხ და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – 100 ლარი; – 100 წელს გადაცილებულებზე – 100 ლარი; – უნარშეზღუდულ ბავშვებზე და ბავშვობიდან ინვალიდზე – 100 ლარი; – სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიური გადაწყვეტილებით არაუმეტეს 200 ლარისა, პროგრამის მოცულობის 20%-ის ფარგლებში.
პროგრამის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში მცხოვრები და მოღვაწე სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მათ სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას. 2.3- დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 13 03, 14 03, 15 03 ) ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირე და გადაუდებელი სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. აფხაზეთის მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებული აფხაზეთის 13 საჯარო სკოლისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე-გალის რაიონში განთავსებულ 31 სკოლაში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოწოდებულია დევნილ ახალგაზრდებს შეუქმნას ხარისხიანი განათლების მიღებისათვის სათანადო სასწავლო პირობები და გარემო. 3.1 განათლების ხელშეწყობის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 04) განათლების ხელშეწყობის პროგრამის ძირითად მიმართულებასა და მიზანს წარმოადგენს აფხაზეთის საჯარო სკოლების მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების ხარისხისა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. პროგრამების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებასა და წარმოჩენას, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება სკოლების სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობისა და ასევე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საჭირო მასალების შეძენა. 3.1.2 „ წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 02) მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა. მათი სწავლის, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სატრანსპორტო ხარჯების თანადაფინანსება. 3.1.3 ,,კარიერის დაგეგმვის, პროფესიული განათლებისა და სკოლებში სახელობო-შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 03)( ამოღებულია ) 3.1.4 „აფხაზური ენის პედაგოგთა გადამზადება“(ქვეპროგრამის კოდი 06 04 04) საქართველოს კონსტიტუციით აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად წარმოადგენს მეორე სახელმწიფო ენას, დღეს საკმაოდ მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მას ფლობენ. ქვეპროგრამა მიზნად ისახავს აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ელექტრონული პროგრამის შექმნას. 3.1.5,,სამოქალაქო ცნობიერებისა და კულტურის განათლების ხელშეწყობა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 05) ( ამოღებულია ) 3.1.6 „შემეცნებით - საგანმანათლებლო პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა სახის აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს შშმ-თა იზოლირებულობისა და გარიყულობის შემცირებას, მათი შემეცნებითი შესაძლებლობების გააქტიურებას; შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამები შშმ მოზარდებისათვის მოიცავს რაიდთერაპიასა და პუბლიკაციას. 3.1.7 „საზაფხულო ბანაკი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 07) ქვეპროგრამა წარმოადგენს აფხაზეთის მთავრობის სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს სამშვიდობო განათლების ტრენინგ-სემინარების ფორმატში განხილვასა და სწავლებას.ბენეფიციარებში ტოლერანტობის განვითარებას და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების ხელშეწყობას.ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი ახალგაზრდობის აღზრდას, მათი გონებრივი და ინტელექტუალური განვითარებისათვის ხელშეწყობას.დევნილი მოსწავლეების დასვენებასა და კულტურულ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. 3.1.8 ,,მწიგნობართა კლუბი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 04 08) ( ამოღებულია )
აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აფხაზეთის თემატიკა ზემო მუშავე ახალგაზრდების მხარდაჭერა .ამ კუთხით ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯია დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის (პოლიტიკის მეცნიერების დარგში) და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დანიშვნა. სტიპენდიები მიენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში) და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა ან თანაავტორობა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა. 3.2 აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05) პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის საკითხზე მომუშავე მეცნიერებს თავიანთი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში, სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევების ჩატარებაში, ნაშრომების გამოცემაში, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში გამოცდილების მიღებაში, ამ მუშაობის შედეგების გამოქვეყნებაში. 3.3 სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 06) ( ამოღებულია ) 3.3.1 „მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარება“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 01) ( ამოღებულია ) 3.3.2 „მობილური ბიბლიოთეკა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 02) ( ამოღებულია ) 3.3 „ლიტერატურულ - შემოქმედებითი კონკურსი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 03) ( ამოღებულია ) 3.3.4 „აფხაზეთის განათლებისა და კულტურის საკითხები - გამოკვლევები და საჭიროებები“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 04) ( ამოღებულია ) 3.3.5 „აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 05) ( ამოღებულია ) 3.3.6„აფხაზეთის მოზარდები მედია-პროექტში ,,ეტალონი“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 06) ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს სამოქმედო გეგმის ნაწილს. ქვეპროგრამის საშუალებით აფხაზეთის წარმატებულ მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებობა მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ პოპულარულ ინტელექტუალურ მედია-პროექტში „ეტალონი“. აღნიშნული ხელს უწყობს მოზარდებში ინტელექტუალურ-შემეცნებითი დონის ამაღლებას. 3.3.7„წინაპართა ნაკვალევზე“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 07) ( ამოღებულია ) 3.3.8 „საქმიანი არდადეგები“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 08) ( ამოღებულია ) 3.3.9 „სამოქალაქო აქტიურობის ამაღლება მოზარდებში“ (ქვეპროგრამის კოდი 06 06 09) ( ამოღებულია ) 3.4 სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამა( პროგრამული კოდი 19 02 ) ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სტრატეგიის ნაწილია სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქართულ დააფხაზურ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ტოლერანტობის უნარ-ჩვევების განვითარებას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას, წიგნიერების დონის ამაღლების სტრატეგიების დაუფლებასა და დანერგვას პრაქტიკაში, ქართველი და აფხაზი მოსწავლე-ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის. 3.4.1ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნოებიერების ამაღლება ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის ( 19 02 01 ) ქართველთა და აფხაზთა შორის არსებობს კომუნიკაციის პრობლემა, აფხაზი ახალგაზრდობა იმყოფება ინფორმაციულ ვაკუუმში, არ გააჩნიათ საგანმანათლებლო შესაძლებლობები. პრობლემური საკითხია საერთო ინტერესების განსაზღვრა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ერთობლივი ღონისძიებები ნდობის აღდგენისა და შერიგების სფეროში. 3.4.2აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,ღონისძიება“მუჰაჯირების ნაკვალევზე“( 19 02 02 ) აჭარაში დღევანდელი მონაცემებით ცხოვრობს 1400 ეთნიკური აფხაზი, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ როგორც აფხაზეთში მცხოვრებ, ასევე თურქეთში, სირიაში მცხოვრებ და სხვა აფხაზური სათვისტომოს აფხაზებთან. მათთან შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში.ასევე უნდა გაგრძელდეს ტრადიცია სოფლებისა და ქალაქების დამეგობრებისა, რომელიც წლების მანძილზე იყო შეწყვეტილი.სოფელი ჭლოუ(ოჩამჩირის რაიონი)და სოფელი ფერია აჭარაში, არიან დამეგობრებული სოფლები.დღეს მათ შორის არ არის ურთიერთობა და თითქმის დავიწყებას მიეცა. ამ ტრადიციის აღდგენასა და გაგრძელებას ჩვენი ხელშეწყობითა და მათი შესაძლებლობებით უნდა ჩაეყაროს საფუძველი.
ნდობის აღდგენისა და შერიგების სამშვიდობო რესურსები დღევანდელი მდგომარეობით იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას შორის დიალოგის დაწყებისა.გასათვალისწინებელია პრობლემებზე აპელირება. 3.4.4 საზოგადოების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის (19 02 04 ) ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის სახალხო დიპლომატიის გაძლიერება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების გააქტიურება, მათი ჩართულობა ღონისძიებებში, რომელიც ემსახურება მოზარდებში კომუნიკაციის გაუმჯობესებას და ნდობის აღდგენას. 3.5 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამა -(პროგრამული კოდი 05 07)( ამოღებულია ) 3.6- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა, უსინათლოების სოციალური რეაბილიტაცია პროფესიული სწავლების გზით პროგრამა - (პროგრამული კოდი 05 08) ( ამოღებულია ) 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის მიზნით კულტურულ - გასართობი და შემეცნებითი პროექტების განხორციელება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერა. დევნილ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მხარდაჭერა, მასობრივი სპორტის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება. ხალხური ხელოვნების დარგების (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი, სახვითი, ზეპირსიტყვაობა, ხალხური რეწვა, ფოლკლორი) დაცვა-განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. აფხაზეთის ძირძველი მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი პოპულარიზაცია, ამ მიზნით სპეციალური გამოცემების, ვებგვერდების, ფილმების მომზადება. შესაძლებლობების ფარგლებში აფხაზეთში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება.
პროგრამა ემსახურება ქვეყანაში არსებული აფხაზეთის შემოქმედებითი რესურსებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის დაცვას, განვითარებას, პოპულარიზაციას, მათი სამშვიდობო როლის წარმოჩენას, აფხაზეთისა და საქართველოს შემოქმედებით ორგანიზაციებს შორის ტრადიციული კულტურული კავშირების აღდგენას, აფხაზეთის მოსახლეობისათვის სახელოვნებო ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ხელოვნების სფეროში თავისუფალი, დაცული და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, სახელოვნებო დაწესებულებების შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამების ადეკვატურ დაფინანსებას, მათ მხარდაჭერაში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდის ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია აგრეთვე სახელმწიფოს ხელშეწყობა მსოფლიოში აფხაზეთის კულტურის, როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენაში, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მდგომარეობის მონიტორინგი და ძეგლებზე არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია. 4.1.1 „ბეჭდვითი გამოცემა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 01) წიგნი - „მერაბ კოსტავა“ წელს ითარგმნა აფხაზურ ენაზე. იგი ბიოგრაფიული ხასიათისაა და მოკლედ და ლაკონურად ასახავს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მასში მოყვანილი ფაქტები და ფოტო-მასალა ისტორიულ დოკუმენტებს ეფუძნება და ნათლად წარმოაჩენს მერაბ კოასტავას მოწამეობრივ ცხოვრებასა და მის აღსასრულს. წიგნი გამოიცემა საქართველოს სახელმწიფო ენებზე - ქართულად და აფხაზურად - 500 ეგზემპლარად. 4.1.2 „საიუბილეო საღამოები“ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 02) ( ამოღებულია ) 4.1.3 „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისათვის“ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 03) ( ამოღებულია ) 4.1.4 „ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა“(ქვეპროგრამის კოდი 06 07 04)( ამოღებულია ) 4.1.5 ,, საღამოები ‘’ ( ქვეპროგრამის კოდი 06 07 05 ) პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახალხო არტისტების: გ. რატიანის, ს. პაჭკორიასა და თ. ბაბლიძის საღამოს მოწყობას, რომელიც ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“ გაიმართება. ღონისძიებასაშუალებას მოგვცემს სათანადოდ დავაფასოთ სახალხო არტისტების ღვაწლი და საზოგადოებას წარვუდგინოთ წლების მანძილზე მათ მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა. საღამოს დასასრულს მსახიობებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. აფხაზეთის ომმა სოხუმის თეატრის 10 ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. დევნილობის პერიოდშიც ბევრი ნიჭიერი შემოქმედი გამოაკლდა სცენას. პროექტი „ომის პერიოდსა და დევნილობაში გარდაცვლილ მსახიობთა ხსოვნის საღამო“ სწორედ ამ მსახიობებისათვის ღირსეული პატივის მიგებას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ვ. არქანიას სახ. არტ-გალერეაში გაიმართება გარდაცვლილ მსახიობთა ხსოვნის საღამო, სადაც დამსწრე საზოგადოება მსახიობების მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან როლებს იხილავს. მსახიობების კოლეგები და თეატრმცოდნეები გაიხსენებენ მათ მიერ განვლილ შემოქმედებით გზას. აღნიშნული ღონისძიება საშუალებას მოგვცემს პატივი მივაგოთ მსახიობების ხსოვნას და გავიხსენოთ მათ მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი როლები. 4.1.6 ,, ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ ‘’ ( ქვეპროგრამის კოდი 06 07 06 ) პროექტი მიზნად ისახავს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე აფხაზეთის ხელოვნების წარდგენას, როგორც ერთიანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილისა. ასევე დევნილი ხელოვანების ფინანსურ მხარდაჭერას მათი კონკურსებში, ფესტივალებში, კულტურის დღეებში და ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 4.1.7 ,,გ. შარვაშიძის სახელობის პრემია’’ (ქვეპროგრამის კოდი 06 07 07 ) ( ამოღებულია ) 4.1.8 ,, გამოფენები ‘’ ( ქვეპროგრამის კოდი 06 07 08 ) ( ამოღებულია )
წლებისგანმავლობაში პროექტი „აფხაზეთობა“ და შემდგომ „აფხაზეთის დღე“ ქ. თბილისში ტარდებოდა. აღნიშნულმა პროექტმა უკვე მიიღო სახალხო დღესასწაულის სახე, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ თბილისში მცხოვრები დევნილებისთვის იყო ხელმისაწვდომი. „აფხაზეთის დღის“ რუხის ციხეში, საზღვრისპირა ტერიტორიაზე აღნიშვნვა კი გააფართოებს პროექტის მასშტაბს და საშუალებას მისცემს უფრო მეტ დევნილს ეზიაროს ქართულ-აფხაზურ ტრადიციებს, ხელოვნებასა და კულტურას. რუხის ციხეში დღის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები და სპორტული სანახაობები. მათ შორის გამოიფინება აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ბანერები, მოეწყობა აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, წარმოჩინდება ისტორიული აფხაზეთის კულტურა და ყოფა-ცხოვრება. საღამოს დასასრულს გაიმართება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები. _
პროგრამის მიზანს წარმოადგენს აფხაზეთში პოპულარული და ტრადიციული სპორტის სახეობების (ფეხბურთის, კალათბურთის, ძალოსნობის, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ფარიკაობის, აღმოსავლური ორთაბრძოლების და ჭადრაკის) ხელშეწყობა და სხვა სახეობების წარმატებული სპორტსმენების ინდივიდუალური მხარდაჭერა. მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთის სპორტსმენების მონაწილეობას ეროვნულ თუ საერთაშორისო ტურნირებზე, სპორტული გუნდების (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან) უზრუნველყოფას შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას. მთავრობის მიზანია აფხაზეთის ახალგაზრდებს გაცნობიერებული ჰქონდეთ პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე, საკუთარი როლი საზოგადოებაში, განვითარებული ჰქონდეთ სწრაფვა, იყვნენ სასარგებლო ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, პატივი სცენ სხვა ადამიანის პიროვნულ ღირებულებებს და ჰქონდეთ სურვილი იზრუნონ საზოგადოების სხვა წევრებზე, ჰქონდეთ მოტივაცია თავად გადაწყვიტონ მათ წინაშე არსებული ამოცანები, თავად შექმნან კონკრეტული ინიციატივები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო ეხმარება სპორტსმენებს ქვეყნის ფარგლებს შიგნით და ასევე საზღვარგარეთ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაში, სპორტული ინვენტარისა და ფორმების შეძენაში, სპორტსმენების რეგიონალურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის და საწვრთნო შეკრებების დროს მგზავრობის დაფინანსებაში. საქართველოში უახლოეს მომავალში დაგეგმილია საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება ამ ქვეპროგრამის დახმარებით მოხდება აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების შეჯიბრებებში მონაწილეობა (მგზავრობა), მათთვის სპორტული ინვენტარის შესყიდვა, სპორტული პრიზების - თასების შესყიდვა, შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის საწევრო შენატანის გადახდა. ყველაფერი ეს ხელსშეუწყობს სპორტსმენებს სასწავლო-საწვრთნო პროცესის წარმართვაში, სხვადასხვა სახის რეგიონალურ და საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობის მიღებაში, რაც იქნება მოსამზადებელი ეტაპი, რათა აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები მოხვდნენ საქართველოს ნაკრებ გუნდებში და ღირსეულად წარმოაჩინონ ქვეყნის სახელი. 4.2.2. ტურნირები და აფხაზეთის ღია პირველობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ქვეპროგრამის კოდი 06 08 02) ქვეპროგრა წარმოადგენს აფხაზეთში პოპულარული და ტრადიციული სპორტის სახეობების (ფეხბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ფარიკაობის, ძიუდოს, ჭადრაკის) ხელშეწყობას.
სპორტში მოქალაქეთა ვარჯიშისა და საქმიანობის უფლების სახელმწიფო უზრუნველყოფის შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის მიზნით მნიშვნელოვანია სათანადო დახმარებისა და შეღავათების გაწევა სპორტში მოღვაწე პენსიონერების, ობლების, ხელმოკლე ოჯახებსა და ინვალიდებისათვის. პროგრამის მიზანია აფხაზეთის ვეტერანი სპორტსმენების, დამსახურებული მწვრთნელებისა და სპორტის მუშაკების სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოების ღონისძიების მოწყობა. 4.3 კულტურული ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 10 ) აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცნობიერებს აფხაზეთის მრავალსაუკუნოვანი კულტურულიდა უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას, რომელსაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი ზოგადასაკაცობრიო ფასეულობათა შექმნაში.ვინაიდან, კულტურულ მემკვიდრეობას წვლილი შეაქვს ინდივიდუალურ და საერთო იდენტობის ფორმირებაში, ხელს უწყობს სოციალურ და ტერიტორიულ ერთიანობას და აქვს ეკონომიკური ღირებულება. შესაბამისად აუცილებელია შესაძლებლობების ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვნად შესწავლა, შენარჩუნება და გადაცემა მომავალი თაობებისათვის. როგორც ვიცით, აფხაზეთის მატერიალურ- კულტურული მემკვიდრეობა მუდმივად კარგავს თავის ავთენტურობასა და უნიკალურობას, მასზედ განხორციელებული ვანდალური აქტების შედეგად. საფრთხის წინაშეა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც განსაკუთრებით აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობაზე და დევნილ ახალგაზრდებზე ახდენს უარყოფით გავლენას. აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიზანია ყურადღება მიაპყროს და რეაგირება მოახდინოს აფხაზეთის კულტურისფასეულობათა დაცვის და პოპულარიზაციის საკითხებზე. გამოიჩინოს სიფხიზლე და არ დაუშვას საქართველოში-აფხაზეთის კულტურული ფასეულობების მიმართ ნიჰილიზმის დანერგვა. კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ ფასეულობათა დაცვისა და მომავალი თაობებისათვის გადაცემის საქმიანობაში. გააცნობიეროს კულტურის განსაკუთრებული როლი სოციალური თანხმობის, ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და კულტურათა შორისი დიალოგის განვითარებისათვის და ამ მიზნების განსახორციელებლად უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობა. 4.3.1 სამეცნიერო კონფერენცია ( ქვეპროგრამის კოდი 06 10 01 )( ამოღებულია )
4.3.4 27 ოქტომბერი - აფხაზური ენის დღე ( ქვეპროგრამის კოდი 06 10 03 ) ( ამოღებულია ) 4.3.5 აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა პოპულარიზაცია საზღვარგარეთ( ქვეპროგრამის კოდი 06 10 04 ) ( ამოღებულია ) 4.3.6ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის გამოცემა (06 10 05) ქვეპრგარამა ითვალისწინებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების გამოფენასა და კატალოგის გამოცემას, რომლის მიზანია მე-20 საუკუნეში აფხაზეთში გავრცელებული ფერწერის ნიმუშებისა და კოსტუმების წარმოდგენა. სამეცნიერო ლიტერატურაში მოხდება ახალი ნამუშევრის ჩაშვება და გამოყენება, ახალგაზრდობა მიიღებს ინფორმაციას აფხაზ შემოქმედ მოღვაწეზე. 4.3.7 აფხაზეთის კულტურული მომკვიდრეობის ელექტრონული/ონლაინ მუზეუმი (06 10 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეიქმნას აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული/ონლაინ მუზეუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და საქართველოს მუზეუმებში დაცული აფხაზეთთან დაკავშირებული სამუზეუმო ექსპონატები.აღნიშნული მუზეუმი ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში ამ თემისადმი დაინტერესების გაზრდას და ინტერესთა ჯგუფებში კვლევისა და ანალიზის მეთოდების გამარტივებას. 4.3.8 აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკა (06 10 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკა, რომელზეც დატანილი იქნება აფხაზეთში არსებული ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შესაბამისი აღნიშვნებით, კოორდინატებითა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით განმასხავებელი ფერებით. ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს მოზარდების დაინტერესებას და საქართველოს კულტურულ სივრცეში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. 5.სოფლის მეურნეობა 5.1 ინვაზიური და სხვა სახის დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებების პროგრამა (პროგრამის კოდი 12 03 01) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და გალისრაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში, შესაძლებლობის ფარგლებში მათი უზრუნველყოფა სათანადო მატერიალური საშუალებებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებლი დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა ბიზნეს პროექტების შემუშავებაში, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ფონდებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, აგროსასურსათო სექტორში, მოსალოდნელი პროექტებისშესახებ დევნილთა ინფორმირება, გალის რაიონის მოსახლეობისათვის ვეტერინარული მომსახურეობის გაწევა, მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი და საკარანტინო ზედამხედველობის გატარება, სასოფლო–სამეურნეო კულტურების მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება. გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეცხოველეობის და მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია ვეტერინარული მომსახურების გარეშე. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია პროგრამის განხორციელება რათა გაგრძელდეს ბრძოლა შინაური ცხოველებისა და ფუტკართა იმ დაავადებათა საპროფილაქტიკო-სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება როგორიცაა: ინვაზიური, გარე პარაზიტების, პიროპლაზმოზის, მასტიტების, ენდომეტრიტების, კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების, ემკარის, ჰემორაგიული სეპტიცემიის, ღორის კლასიკური ჭირის, წითელი ქარის. გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა არის სახლ-კარ გადამწვარი და სოციალურად დაუცველი, არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა, რათა შეიძინონ საჭირო საპროფილაქტიკო-სამკურნალო ვეტ.პრეპარატები. აღნიშნულთან დაკავშირებით პროგრამა არის ერთადერთი საშუალება, საჭირო ვეტპრეპარატების შეძენისა და მათი გამოყენებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი შინაური ცხოველებისა და ფუტკართა ოჯახების სხვადასხვა დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად.
ინტერესების მხარდაჭერა(პროგრამების ადმინისტრირება და მართვა)
აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ჩართულობის ხარისხის ამაღლება, აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირებისათვის იურიდიულ - სამართლებრივი ბაზის შექმნა, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დევნილი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება,დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწა მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად (აფხაზეთის კონსტიტუცია, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი) საქართველოს პარლამენტთან, არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა, კონტაქტების გააქტიურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან, არასამთავრობო სექტორთან - დევნილთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერისა და ამ პროცესის გამჭირვალობის და საჯარობის უზრუნველყოფის მიზნით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების მუშაობის სრულყოფა და ფრაქციების პოლიტიკური აქტივობის ამაღლება, აპარატის საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული და უმაღლესი საბჭოს გამგებლობას განკუთვნილი სხვა უფლებამოსილებების სრულყოფილი და ადეკვატური განხორციელება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურება და დევნილი საზოგადოების ინტელექტუალური და პოლიტიკურ-ეკონომიკური რესურსების მობილიზება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების აქტიური ჩართულობა კონფლიქტის სრულმასშტაბიან პოლიტიკურ დარეგულირებაში; აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება; საერთაშორისო თანამეგობრობის, პოლიტიკური და სამეცნიერო-აკადემიური წრეებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საერთაშორისო კონფერენციებისა და მედიაფორუმების ორგანიზება, სამუშაო პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების, მეცნიერებისა და ექსპერტების ფართო სპექტრის მონაწილეობის უზრუნველყოფა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მონაწილეობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ იმპლემენტაციის პროცესში; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფუნქციონირებისა და სახელისუფლებო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება და უზრუნველყოფა; აფხაზეთის მთავრობის სტუმრების და ოფიციალური დელეგაციების მიღების ორგანიზება და სხვა მომსახურებების გაწევა.
6.5 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (პროგრამული კოდი 05 01) – დევნილი მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება; სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების რეჟიმში გადამზადების პროგრამებსა და სხვადასხვა სამედიცინო ტრენინგებში ჩართვის ხელშეწყობა; – ქვეყანაში აღიარებული პრიორიტეტული მიმართულებებით პროგრამების შემუშავება და შესაბამისად, დევნილი მოსახლეობისათვის პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა; – სამედიცინო დაწესებულებათა მოქმედ ფედერალურ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; – დევნილი მოსახლეობის სამედიცინო აქტივობის (სამედიცინო ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ) დაწესებულებებში მიმართვები) ამაღლება; – მოსახლეობაში სამედიცინო (სანიტარულ-ჰიგიენური) განათლების გავრცელების ხელშეწყობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა; – ინტენსიური თანამშრომლობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დევნილთა სამედიცინო და სოციალური დახმარების ასპექტში; – დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში) და მოქმედი სამედიცინო და სოციალური დახმარების შესახებ. 6. 5. 1დევნილთა ერთიან მონაცემთა ბაზის სერვერზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ბაზის ასახვა (პროგრამული კოდი 05 06) ( ამოღებულია ) 6.6 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (პროგრამული კოდი 06 01) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ზოგადი განათლების სფეროში და სამშვიდობო განათლების პოლიტიკის განხორციელება აფხაზეთის საჯარო სკოლებში და დევნილ ახალგაზრდებში, ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის ორგანიზება, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელშეწყობა ეროვნული შეფასებების განხორციელებაში. ოკუპირებული ტერიტორიის პედაგოგებისათვის საგნობრივი ტრენინგების პროგრამების განხორციელება, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა; სამშვიდობო განათლების, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, პროფესიული განათლების და მთელი ცხოვრების განმავლობაში საბაზო კომპეტენციების დაუფლების პროგრამების განხორციელებაზე ხელშეწყობა; ინოვაციური პროგრამების განხორციელებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ ასოციაციებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება; პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრი, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, კინო, ქორეოგრაფია) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ.) მოღვაწეობა, ხელშეწყობა და მოღვაწეობის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; კულტურულ - გასართობი და შემეცნებითი პროექტების განხორციელება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური ჩართულობისა და ინტეგრაციის მიზნით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერა. დევნილ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მხარდაჭერა, მასობრივი სპორტის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა; ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიზნით პროგრამების, წინადადებების, გეგმების შემუშავება, ხალხური ხელოვნების დანერგვის (ქორეოგრაფია, მუსიკა, თეატრი, სახვითი ხელოვნება, ზეპირსიტყვობა, ხალხური რეწვა, ფოლკლორი) დაცვა-განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; აფხაზეთის ძირძველი მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი პოპულარიზაცია, ამ მიზნით სპეციალური გამოცემების, ვებ-გვერდების, ფილმების მომზადება; შესაძლებლობების ფარგლებში აფხაზეთში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება; სამშვიდობო განათლებისა და კულტურის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის ორგანიზება-კოორდინაციაზე ზრუნვა; სამინისტროს მართვის სფეროში ინფორმაციული სისტემების დანერგვის ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება; ბავშვთა და ახალგაზრდების საქმეთა სფეროში სამთავრობო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზის დადგენა. 6.6.1ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი (პროგრამული კოდი 06 02) 6.6.2 გალის რაიონის საგანამანათლებლო რესურს-ცენტრი (პროგრამული კოდი 06 03) რესურს-ცენტრების მიზანია განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურს-ცენტრიახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას; კონტროლს უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, პროფესიულ და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებებში; წარუდგენს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, აგრეთვე საჯარო სკოლების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნების შესახებ; ხელს უწყობს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენების –ქართულისა და აფხაზურის- განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე; ახორცილებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას; ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 6.7 მინისტრის აპარატი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში (პროგრამული კოდი 07 00)ლიკვიდირებულია. 6.8 რეგიონული მართვის საკითხებში მინისტრის აპარატი (პროგრამული კოდი 09 00) ლიკვიდირებულია 6.9 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი (პროგრამული კოდი 10 01) - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობისთვის სამართლებრივი ხელშეწყობის უზრუნველყოფა; - სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის მიზნით ორგანიზაციული, მეთოდიკური და სამართლებრივი ხასიათის ღონისძიებების გატარება. ამავე მიზნით კოორდინირებული მუშაობის წარმართვა აფხაზეთის დაწესებულებებს შორის. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი ნორმატიული აქტების გადასინჯვა და შესაბამისი პროექტების (წინადადებების, შენიშვნების) მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოებში. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნა; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ში გამოსაქვეყნებლად წარდგენა; - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა და მათი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა; - ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია; -კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში მონაწილეობის მიღება; - ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება, - აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებაში ხელშეწყობა; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის პერიოდული განახლება, დეპარტამენტის სხვადასხვა ასპექტების, მათ შორის სისტემატიზირებული აფხაზეთის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების განახლებული და კოდიფიცირებული ვერსიების განთავსება. ხელმისაწვდომობისა დაპრაქტიკაში ეფექტური გამოყენების მიზნით აფხაზეთის ნორმატიული აქტების (სისტემატიზებული ვერსიების) ბეჭდური სახით გამოცემა. 6.9.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო(პროგრამული კოდი 10 02) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის მართვის, საქმის წარმოების სრულყოფისა და საარქივო ფონდის განვითარების მიზნით: - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის შევსება დოკუმენტებით მატერიალური სახით, საარქივო ფონდის დოკუმენტების ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება; - აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის აფხაზეთის საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების), აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლი და ზედამხედველობა; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობა; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სრულყოფა, კოორდინაცია, ნორმატიული და მეთოდიკური უზრუნველყოფა; - აფხაზეთის საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე პერსპექტიულ-მიზნობრივი პროგრამებისა და მიმდინარე გეგმების შემუშავება. 6.10 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი (პროგრამული კოდები 11 00, 08 00, 13 01, 14 01, 15 01 ) -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და მათთვის შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების გაწევა მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის, მათი ფსიქოლოგიური ფონის გაუმჯობესებას, პროფესიული განათლების დონის განვითარება –ამაღლებას. კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლისა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების მონიტორინგი; დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მიმდინარე სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი და ზემდგომი ორგანოებისთვის მიწოდება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიების საქმინობის კოორდინაცია; აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოქალაქეების სამხედრო-სავალდებულო და სამხედრო-სარეზერვო სამსახურში აღრიცხვა-გაწვევის ორგანიზაციების მოქცევა კანონმდებლობის ჩარჩოში. 6.11 აფხაზეთის ავტონომიური სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპატრამენტი (პროგრამული კოდი 12 01) – გალის რაიონის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსახლებული, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში, მათი უზრუნველყოფა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით, შესაძლებლობის ფარგლებში; – დევნილი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა მცირე ბიზნეს პროექტების შემუშავებაში და მათი პრაქტიკული განხორციელება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების ფინანსური ხელშეწყობით. აგროსასურსათო სექტორში მოსალოდნელი პროექტების შესახებ დევნილთა ინფორმირება, დევნილ მოსახლეობაში არსებული ბიზნეს საქმიანობის მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი სტიმულირება. – გალის რაიონში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობისათვის ვეტერინარული მომსახურეობის გაწევა, მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი და საკარანტინო ზედამხედველობის გატარება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება. _ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ეკოლოგიური პრობლემების მონიტორინგი, გეოინფორმაციული სისტემის პროგრამისათვის მასალების მოძიება. 6.11.1 სსიპ "გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო" (პროგრამული კოდი 12 03) მერიის მიერ გადმოცემულ მიწის ფართობზე გამოყვანილი სანერგე მასალები შემდგომში გამოყენებული იქნება გამწვანება-გატყევების მიზნით. იგეგმება ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ეკოლოგიური პროექტების აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელება. მათ მიერ 2012-2016 წლებში გამწვანება -გატყევების პროექტის ფარგლებში განაშენიანებული იქნება 7 ჰა ფართობი , რაც საჭირო და აუცილებელი ღონისძიებაა ეკოლოგიური თვალსაზრისით.
6.12 სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში მინისტრის აპარატი (პროგრამული კოდი 17 00) ლიკვიდირებულია. 6.13 აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (პროგრამული კოდი 18 01) - საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის სრულყოფა და გამჭვირვალობა; –საბიუჯეტო დაწესებულებებში საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის გამკაცრება; – აღებული ვალდებულებების სრულყოფილად დაფინანსება; – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა შემოსავლების დამატებითი წყაროების მოძიების მიზნით, რათა ბიუჯეტში გაიზარდოს სოციალური პროგრამების დაფინანსების ხვედრითი წილი; – ხაზინის მეშვეობით აფხაზეთის ბიუჯეტიდან სახსრების გაცემა, შემოსავლებისა და ხარჯების ოპერატიული კონტროლის დაწესება კანონმდებლობის შესაბამისად; – დაწესებულებათა საფინანსო სამსახურებისათვის შესაბამისი მეთოდური მითითებებისა და ლიტერატურის მიწოდება, კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარება; – მხარჯავი დაწესებულებების მიერ შესყიდვების განხორციელებისას კონტროლის დაწესება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სტატისტიკური ანგარიშების მიღება - დამუშავება, სტატისტიკური ბიულეტენებისა და კრებულების გამოშვება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანალიტიკური ბარათების მომზადება დარგთა ჭრილში; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ქონებისა (უძრავ-მოძრავი) და წილების - აქციების მართვა, განკარგვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ფონდებთან ურთიერთობის გაღრმავება იგპ-თა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. 6.13.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი(პროგრამული კოდი 18 02) აფხაზეთის ეკონომიკის დარგების მდგომარეობის ანალიზი, ურბანული დაგეგმარების, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, აფხაზეთიდან დევნილებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკონომიკის დარგების განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი. 6.13.2 სსიპ - „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო“- (პროგრამული კოდი 18 03) აფხაზეთის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მონიტორინგი; აფხაზეთის გეოლოგიური ფონდური მასალის სისტემატიზაცია და ანალიზი; მინერალური რესურსების საბადოებისეკონომიკური შეფასება; გეოინფორმაციული პაკეტების შექმნა და მინერალური რესურსების უკანონო მოპოვების მონიტორინგი თანამედროვე დისტანციური მეთოდებით. 6.13.3 სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“ – (პროგრამული კოდი 18 04 ) სამოქალაქო ინტეგრაცია და ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერა; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ტელე-რადიო და ელექტრონული ინფორმაციების მოპოვება, დამუშავება, გავრცელება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მედიის საშუალებით; კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ კონფერენციების, დისკუსიების მოწყობა და დარეგულირების პროცესის განვითარების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა, აგრეთვე, ამ პროგრამების კოორდინაცია და მათი ორგანიზება; ქართველთა და აფხაზთა შორის დიალოგის, სახალხო დიპლომატიის, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა. 6.14 ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის აპარატი (პროგრამული კოდი 19 01 ) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ურთიერთობების აღდგენის, დიალოგის დაწყების, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისა და სოციალური კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი პროექტებისა და მექანიზმების შემუშავება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა უწყების მიზნების მისაღწევად; საერთო ინტერესების განსაზღვრისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ერთობლივი თემთაშორისი პროექტებისა და საქმიანობების მხარდაჭერა,ასევე გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრებთა შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ინფორმაციისა და პლურალისტური თვალსაზრისების თავისუფალი გაცვლა–გამოცვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობის კომუნიკაციისათვის ხელსაყრელი პლატფორმის და მექანიზმების შემუშავება. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერთიანებული ერების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მხარდაჭერის მოპოვება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისტორიული და კულტურული ძეგლების რეგისტრაციისა და შენარჩუნებისათვის. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა. გამყოფ ხაზებს შორის პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ნდობის აღდგენისა და შერიგების სფეროში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრებისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დასკვნების წარდგენა. თავი VІ მუხლი 13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ლარებში
" | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
12 აპრილი 2016 წ. ქ. თბილისი NN232-ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები