,,სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 120170020.22.026.016378
32
26/04/2016
ვებგვერდი, 27/04/2016
120170020.22.026.016378
,,სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №32

2016 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

,,სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის  №512  ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120170020.22.026.016186) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს  (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი  კონკურსის პირობებს.”.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კადეტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, კადეტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართავის საფუძველზე, კადეტის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა კადეტის დოკუმენტები და ენიჭება უფლება ლიცეუმიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალი გადაადგილების.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ებრალიძე