დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 237 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 12/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №237
2016 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის 24/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე დაბა ხელვაჩაურში, დავით აღმაშენებლის მე-3 შესახვევში, სახლი 5ა, ბინა 56 (ამჟამად ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, მე-7 შესახვევი, სახლი 11, ბინა 56) ჩაითვალოს ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილ აქტივად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს როინ ცაციაშვილს (პირადი №01036002403) მიენიჭოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივის ამოღებისა და განკარგვის უფლებამოსილება.
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ოთარ ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები