„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016641
137
30/05/2016
ვებგვერდი, 30/05/2016
010340000.22.027.016641
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №137

2016 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში (ვებგვერდი, 05.06.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.016580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №7-ის − „სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩეველი (საჯარო სამართლის მიმართულებით)

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • იურისტად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint, Excel) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩეველი (სისხლის სამართლის მიმართულებით)

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • იურისტად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint, Excel) ცოდნა.        

ნორმატიული აქტები:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (ზოგადი ნაწილი);
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
  • „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • პატიმრობის კოდექსი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. კერძო სამართლის  სამმართველოს მრჩეველი

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • იურისტად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint, Excel) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი პირველი, წიგნი მეორე და წიგნი მესამეს ზოგადი ნაწილი და I-VII კარები);
  • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.“.

2. დანართი №9-ის − „ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დეპარტამენტის უფროსი

  • უმაღლესი განათლება − მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტის (სასურველია − ადამიანური რესურსების მართვის სპეციალიზაციით), ფსიქოლოგიის ან იურიდიული განხრით;
  • განათლების შესაბამისი 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, არანაკლებ, 1 წელი საჯარო სამსახურში);
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Word, Excel, Outlook, PowerPoint);
  • ინგლისური ენის კარგად ფლობა.

ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, თავი II;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“; 
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება;
  • „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილება;
  • „საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილება;
  •  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანება;
  • „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილება;
  • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპები.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

  • უმაღლესი განათლება − მაგისტრის ხარისხი (სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ჰუმანიტარული მეცნიერებების ან იურიდიული მიმართულებით);
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგად ფლობა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობა (Word, Excel, Outlook, PowerPoint).

ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, თავი II;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“; 
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება;
  • „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილება;
  • „საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილება;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანება;
  • „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილება;
  • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპები.“.

3. დანართი №12-ის  − „პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

  • უმაღლესი განათლება (ჟურნალისტიკის/მასობრივი კომუნიკაციის, მედიახელოვნების, მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე სფეროში.
  • მედიაში/მედიასთან ან/და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია − მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი