საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 601
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021188
  • Word
601
08/04/2016
ვებგვერდი, 15/04/2016
000000000.00.003.021188
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №601

2016 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ქართველ მკვლევართა და სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 2016 წლის განმავლობაში განახორციელოს:

ა) „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“  კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შეფასების საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შეფასების საექსპერტო  მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

გ) „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების“ კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შეფასების საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი