დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის - ქ. თბილისში, სოფ. დიღომში, კავთის ქუჩაზე მდებარე მე-19 საუკუნის „კავთის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 600 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021187 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №600
2016 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტისათვის – ქ. თბილისში, სოფ. დიღომში, კავთის ქუჩაზე მდებარე მე-19 საუკუნის „კავთის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:
1. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ არქიტექტურულ ობიექტს – ქ. თბილისში, სოფ. დიღომში, კავთის ქუჩაზე მდებარე მე-19 საუკუნის „კავთის წმინდა გიორგის ეკლესიას“ მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი თანდართული სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად.
2. დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში განკარგულებით გათვალისწინებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი














უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები