დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კლდისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 599 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021186 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №599
2016 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „კლდისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღის მოპოვების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის ფასანაურის სატყეო უბნის ანანურის სატყეოს კვარტალ №49-ის ლიტერ №2-ის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში მდებარე 380,78 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა შპს „კლდეს“ (ს/კ: 404501856) განესაზღვროს 2019 წლის 17 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები