დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021185 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №598
2016 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 2 3 პუნქტის შესაბამისად:
1. ჰიდროელექტროსადგურ „მაგანა და ლექარდეს“ მშენებლობის საჭიროებისთვის დროებითი გზებისა და საბურღი მოედნების მოწყობის მიზნით, შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ (ს/კ: 400023728) მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ წალენჯიხის სატყეო უბნის ჯვარის სატყეოში არსებულ 10 126 კვ.მ მიწის ფართობზე მდებარე, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, ჩვეულებრივი წაბლის (Castanea sativa Mill.) 30 (ოცდაათი) ინდივიდი.
2. შპს „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ ვალდებულია, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები