დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის 2014 წლის 12 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 596 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021183 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №596
2016 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის 2014 წლის 12 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „სუფსა ენერჯის“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი საქართველოს მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ (2014 წლის 30 სექტემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე, სს „სუფსა ენერჯი“) შორის 2014 წლის 12 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები