სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021181
  • Word
594
08/04/2016
ვებგვერდი, 15/04/2016
000000000.00.003.021181
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №594

2016 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრანდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 და 28-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში მდებარე 688.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.09.41.102) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „გრანდს“ (ს/კ:  239867612).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების    საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 66 000 (სამოცდაექვსი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% – ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;    

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული, არანაკლებ 500 (ხუთასი) ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება-გატარება შემდეგი პირობებით: 

დ.ა) საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – შეთავაზებული წლიური მოცულობის  არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – შეთავაზებული წლიური მოცულობის  50%-ის წარმოება.

3. შპს „გრანდის“ მიერ წარდგენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი