სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 593
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021180
  • Word
593
08/04/2016
ვებგვერდი, 15/04/2016
000000000.00.003.021180
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №593

2016 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები: ავტომანქანა HYUNDAI ELANTRA (სახელმწიფო ნომერი: MX704XM, ს/ნ: KMHDG41CBDU912544) და ავტომანქანა HYUNDAI ELANTRA (სახელმწიფო ნომერი: MX703XM, ს/ნ:  №KMHDG41CBDU912397) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს  (ს/კ: 202904054).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი