დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის ფარგლებში, „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდი“ განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ პროექტისა და „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს შორის ხარჯების განაწილების შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 587 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021174 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №58 7
2016 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის ფარგლებში, „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდი“ განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ პროექტისა და „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს შორის ხარჯების განაწილების შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს პროექტი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის ფარგლებში, „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდი“ განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ და „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს შორის ხარჯების განაწილების შესახებ“ შეთანხმების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაეროს განვითარების პროგრამასა და საქართველოს მთავრობას შორის მხარდამჭერი მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმების სტანდარტული წერილის ხელის მოწერის უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, მიენიჭოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსს გიორგი თაბუაშვილს.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები