სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 575
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021157
  • Word
575
31/03/2016
ვებგვერდი, 15/04/2016
000000000.00.003.021157
სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №575

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს მიეცეს თანხმობა, რომ თავის ბალანსზე რიცხული 1 (ერთი) ერთეული ძიუდოს ტატამი (საწყისი საბალანსო ღირებულება - 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი, ნარჩენი საბალანსო ღირებულება - 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს ა(ა)იპ - საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ: 204889282).

2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი