დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის შესყიდვის სპეციალური წესების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021149 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №549
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის შესყიდვის სპეციალური წესების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №233 განკარგულებით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად გამოიყენოს ამავე განკარგულების ფარგლებში 2016 წლის 15 თებერვალს გაფორმებული №NEAR-TS/2015/371-399 საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესყიდვის პროცედურები.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები