საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021130
  • Word
547
31/03/2016
ვებგვერდი, 15/04/2016
000000000.00.003.021130
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №54 7

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 დეკემბრის №09/12/01 განკარგულებით 2016 წლის 28 იანვარს ჩატარებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების დასაფინანსებლად, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №2703 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება მიეცა, მიმართოს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებები, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინადადების საფუძველზე, შესაბამისი თანხების გამოყოფა შუალედურ არჩევნებზე მიმართული სახსრების გათვალისწინებით;

ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე 2016 წელს ფაქტობრივად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 479 420 (ოთხას სამოცდაცხრამეტი ათას ოთხას ოცი) ლარი;

გ) 2016 წლის 22 მაისს დაინიშნა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები, რომელთა დასაფინანსებლად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით, საჭიროა 720 700 (შვიდას ოცი ათას შვიდასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 1 200 120 (ერთი მილიონ ორასი ათას ას ოცი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                         . კვირიკაშვილი