დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის (იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი)“ ფარგლებში, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის გრანტის გაცემის უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 574 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021156 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №574
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის (იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი)“ ფარგლებში, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის გრანტის გაცემის უფლების მინიჭების შესახებ
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №236 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამაში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცეს უფლება, გასცეს გრანტები „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის (იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი)“ ფარგლებში, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები