დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 571 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021153 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №571
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, მოსახლეობის სკრინინგული კვლევებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოში 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდეს სკრინინგი C ჰეპატიტსა და აივ-ინფექცია/შიდსზე.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები