„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 28/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021135
  • Word
569
31/03/2016
ვებგვერდი, 15/04/2016
000000000.00.003.021135
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №569

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №275 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №275 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 65 (სამოცდახუთი) ერთეულით, რომელთაგანაც:“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) 6 (ექვსი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და შპს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტის - „ადგილობრივი საგრანტო ხელშეკრულების“ ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან.“.

2. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 28 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი