დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - GETINSA-PAYMA, S.L./EUROESTUDIOS, S.L.-ს (ესპანეთი) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021107 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №531
2016 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს – GETINSA-PAYMA, S.L./EUROESTUDIOS, S.L.-ს (ესპანეთი) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს – GETINSA-PAYMA, S.L./EUROESTUDIOS, S.L.-ს (ესპანეთი) შორის გასაფორმებელი საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების (საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1) ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება და 2) გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზისა და ფოთი-გრიგოლეთის მონაკვეთების დეტალური პროექტირების, სატენდერო დოკუმენტების, გარემოსდაცვითი და განსახლების დოკუმენტების მომზადება) პროექტი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები