სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სმარტ ტრეიდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სმარტ ტრეიდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021097
  • Word
529
30/03/2016
ვებგვერდი, 15/04/2016
000000000.00.003.021097
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სმარტ ტრეიდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №529

2016 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სმარტ ტრეიდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდაში მდებარე უძრავი ნივთები: 6017 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №57.07.61.043), 2997 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №57.07.61.044), 4529 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №57.07.61.045) და 12020 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №57.07.61.046) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 42927 (ორმოცდაორი ათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სმარტ ტრეიდინგს“ (ს/კ: №404492811).

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, №57.07.61.045,  №57.07.61.044, №57.07.61.043, №57.07.61.046 და №57.07.61.022 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ან/და მათი ნაწილის განვითარება (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ღვინის მარნის მშენებლობას/მოწყობას), მათ შორის, არანაკლებ 5000 კვ.მ ფართზე მრავალწლიანი ნარგავებისა და ვენახის გაშენება;

გ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ №57.07.61.043 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული ფაქტობრივი მოსარგებლისთვის ამავე მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვენახის ღირებულების ანაზღაურება, ამავე მოსარგებლესთან შეთანხმებულ ვადაში და პირობებით;

ე) №57.07.61.045 და №57.07.61.046 (მიწის (უძრავი ქონების))  საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:

ე.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;

ე.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ, ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების  გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა. 

3. შპს „სმარტ ტრეიდინგი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე  წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი