დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 519 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021127 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №519
2016 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ განახორციელოს სს „ქართუ ბანკის“ მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში შპს „ჯი-ემ-პისათვის“ (ს/კ: 211385268) დამტკიცებული 1,975,000 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის პარალელურ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მე-5 და მე-6 მუხლებით პროგრამის ბენეფიციარისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით.
2. ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილების მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი ოდენობა განისაზღვროს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8%-ის ოდენობით, ამავე სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
4. ეს განკარგულება ძალაშია „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები