დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2147 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 518 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021126 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №518
2016 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2147 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2147 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიიდან, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №692 განკარგულებითა და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი რესურსი, ჯამში – 391 500 (სამას ოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარი, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ მიმართოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოების მე-2 ეტაპის სრულად დაფინანსებისთვის.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.“.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები