ა(ა)იპ - საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
ა(ა)იპ - საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021132
  • Word
559
31/03/2016
ვებგვერდი, 15/04/2016
000000000.00.003.021132
ა(ა)იპ - საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №559

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საქმიანობის ხელშესაწყობად  რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია (ს/კ: №204892152) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ა(ა)იპ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას შორის 2012 წლის 19 მარტს დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების 2.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების  ვადაგადაცილებით შესრულებისათვის ამავე ხელშეკრულების 3.4 მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

პრემიერ-მინისტრი                                                              გ. კვირიკაშვილი