დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 517 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021125 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №517
2016 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აბონენტთა უწყვეტი სატელეკომუნიკაციო კავშირით უზრუნველყოფისთვის, სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტომ, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდების სახელმწიფო შესყიდვა შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“, შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“, შპს „09.TECH“-ის, შპს „კვესი ჯგუფისა“ და სს „სილქნეტისგან“ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სააგენტოს განკარგულებაში არსებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები