დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 558 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021131 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №558
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ცენტრ პლაზასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, №37-ის მიმდებარედ არსებული 11.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.04.001.025), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 23 078 (ოცდასამი ათას სამოცდათვრამეტი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ცენტრ პლაზას“ (ს/კ: 204483335).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის უზრუნველყოფა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები