დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 509 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021117 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №509
2016 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერის თაობაზე
1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელი მოეწეროს „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმს.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №871 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები